weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„სატახტოთა თამაშის“ შემქმნელები ახალ სერიალში ამერიკის ალტერნატიულ ისტორიას მოყვებიან

15:54 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

პოპულარული ამერიკული ფენტეზი სერიალის „სატახტოთა თამაშის“ შემქმნელები, დევიდ ბენიოფი და დენ ვაისი ახალ სატელევიზიო პროექტზე იწყებენ მუშაობას. ტელეარხ HBO-ს ისტორიულ სერიალ „კონფედერატში“ ნაჩვენები იქნება, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორია.

სერიალის სიუჟეტი ალტერნატიულ სამყაროში განვითარდება, სადაც მესამე ამერიკული სამოქალაქო ომის შედეგად, სამხრეთის შტატები წარმატებით გამოეყვნენ კავშირს და საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფოს, სადაც მონობა არასდროს გაუქმებულა.

აღსანიშნავია, რომ სერიალის სიუჟეტმა უკვე გამოიწვია კამათი და უარყოფითი კრიტიკა ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში.

სცენარისტი დევიდ ბენიოფი აღნიშნავს, რომ ამ პროექტზე უკვე წლებია რაც ფიქრობს, თუმცა თავიდან ფილმის სახით წარმოედგინა, მაგრამ „სატახტოთა თამაშზე“ მუშაობამ დაარწმუნა, რომ ვერავინ ყვება ამბავს იმაზე კარგად, ვიდრე HBO.

პროექტზე მუშაობას სცენარისტთა დუეტი „სატახტოთა თამაშის“ დასრულებისთანავე დაიწყებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]