weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სან დიეგოს საერთაშორისო კომიკ-კონ ფესტივალი

12:31 ორშაბათი, 24 ივლისი 2017

მრავალჟანრობრივი გასართობი კომიკ კონვენცია, როგორც ფესტივალს ოფიციალურად ეწოდება, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში 1970 წლიდან ყოველწლიურად იმართება. კომიკ-კონი პირველ რიგში კომიქსების, გრაფიკული რომანების, სამეცნიერო და ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებისა და ფილმების, სერიალების, ანიმეების, ვიდეოთამაშების, სათამაშოების, კოსტიუმებისა და სხვა მსგავსი პოპ-კულტურის ელემენტების მასშტაბური დემონსტრაციაა.

ასეულ ათასობით მონაწილე რამდენიმედღიანი უდიდესი შოუს მონაწილე ხდება, როგორც უბრალო დამსწრე, აგრეთვე ცნობილი და პოპულარული პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილი გმირი. კომიკ-კონი ამავდროულად გასართობი კორპორაციების მარკეტინგისთვის უდიდეს საცდელ პოლიგონს წარმოადგენს. ის ასევეა კინომოყვარულების, გეიმერების, კოსპლეერებისა და კომიქსის ფანატების ნამდვილი სამოთხე.

2017 წლის საიუბილეო რიგით 50-ე კომიკ-კონი სან დიეგოში 20 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით გაიმართა. პრესკონფერენციების, ახალი კადრებისა და სხვადასხვა ანონსების გარდა ყველაზე დიდი ინტერესი რამდენიმე ახალი ფილმისა და სერიალის ტრეილერებმა გამოიწვია.

სუპერგმირ თორზე შექმნილმა მესამე ფილმის მორიგმა ტრეილერმა „მარველის“ ყველაზე ჭირვეული ფანატებიც კმაყოფილი დატოვა. განსხვავებულ სერიაში სიკვდილის ქალღმერთ ჰელას წინააღმდეგ თორის მხარდამხარ მებრძოლ ძველ და ახალ გმირებთან ერთად ვარცხნილობაშეცვლილი ჰალკიც გამოჩნდება.

კომპანია „მარველს“არც DC ჩამორჩა და სუპერგმირების გაერთიანების ახალი მცდელობის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

გაისად მორიგი თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმით ბრუნდება სახელოვანი სტივენ სპილბერგი, რომელმაც 2011 წელს გამოქვეყნებული რომანის ეკრანიზაციის ტრეილერში თავბრუდამხვევი ექშენი და პოპ-კულტურის ბევრი ცნობილი გმირი გვაჩვენა.

ოქტომბერში ახალი სეზონით დაბრუნდება „ნეტფლიქსის“ წარმატებული საი-ფაი სერიალი Stranger Things.

HBO-ს სერიალ Westworld-ის მეორე სეზონი კი 2018 წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]