weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჯეიმს ბონდზე ახალ ფილმს სამი კანდიდატი რეჟისორი ჰყავს

12:59 პარასკევი, 28 ივლისი 2017

აგენტი 007-ის შესახებ რიგით 25-ე ფილმის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია, ასევე ცნობილია, რომ ჯეიმს ბონდის როლში დენიელ კრეიგი დაბრუნდება, ამჟამად კი ფილმის რეჟისორის სავარძლისთვის კანდიდატების შერჩევა მიმდინარეობს.

ახალი სერიის რეჟისორობის შესაძლო კანდიდატად ახალგაზრდა და უკვე სახელოვანი ბრიტანელი რეჟისორები, ქრისტოფერ ნოლანი და ედგარ რაიტი სახელდებოდნენ, თუმცა ინფორმაცია მათ შესახებ ფანატთა მოგონილი ჭორი აღმოჩნდა, რეალურად კი, როგორც პრესტიჟული გამოცემები (Deadline, Variety) იტყობინებიან, სამი კანდიდატი არსებობს, ესენი არიან: კანადელი დენი ვილნევი, შოტლანდიელი დევიდ მაკკენზი და ფრანგული წარმოშობის ბრიტანელი იან დემანჟი.

ოსკარის ნომინანტი დენი ვილნევი კინოსამყაროსთვის უკვე კარგადაა ნაცნობი. მისი ფილმები (Incendies, Prisoners, Enemy, Sicario, Arrival) კინოკრიტიკოსებისა და მაყურებლებისგან საკმაოდ დადებითი შეფასებებით გამოირჩევა და წარმატებულ ნამუშევრებად ითვლება, ოქტომბერში კი მისი მორიგი მასშტაბური სურათი, საკულტო სამეცნიერო ფანტასტიკის „სამართებელზე მორბენალის“ სიკველი (Blade Runner 2049) გამოვა.

დევიდ მაკკენზი ჯეიმს ბონდის სავარაუდო რეჟისორთა სიაში გასული წლის ერთ-ერთი საუკეტესო ფილმის - Hell of High Water, წყალობით მოხვდა. ამჟამად კი რეჟისორი შოტლანდიის მეფე რობერტ I ბრიუსის შესახებ ისტორიული დრამის გადაღებებითაა დაკავებული.

რაც შეეხება სერიალების რეჟისურით ცნობილ იან დემანჟს, იგი ამჟამად თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობს: კრიმინალურ დრამაში „თერთკანიანი ბიჭი რიკი“ მთავარ როლს მეთიუ მაკკონაჰი ასრულებს. იქამდე კი რეჟისორმა თრილერი სათაურით „’71“ გადაიღო, რომელიც 1971 წლის ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო მოვლენების ფონზე განვითარებულ ისტორიას გვიამბობს.

ჯეიმს ბონდზე კინოსერიების უფლებების მქონე პროდიუსერების, ბარბარა ბროკოლისა და მაიკლ ჯ. უილსონის განცხადებით, აგენტი 007-ის შესახებ ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმი 2019 წლის 8 ნოემბერს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]