weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსები გამოავლინა

10:42 შაბათი, 29 ივლისი 2017

პოპულარულმა ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსები გამოავლინა. პირველ ადგილზე ჯეფრი საინფელდი დაბრუნდა, რომლის შემოსავალმაც 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით 69 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე მსახიობი ქრის როკია 57 მილიონით, ხოლო სამეული სარკაზმით გამორჩეულმა ლუი სი კეიმ დახურა 52 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამავე რეიტინგს 87 მილიონით კევინ ჰარტი ლიდერობდა, რომელიც წელს მე-6 ადგილს დასჯერდა, ჯერი საინფელდი კი შარშან მე-2 ადგილზე იყო.

„ფორბსის“ მაღალანაზღაურებად კომიკოსთა 2017 წლის ათეული ასე გამოყურება:

  1. ჯერი საინფელდი (69 000 000 $)
  2. ქრის როკი (57 000 000 $)
  3. ლუი სი კეი (52 000 000 $)
  4. დეივ შაპელი (47 000 000 $)
  5. ემი შუმერი (37 500 000 $)
  6. კევინ ჰარტი (32 500 000 $)
  7. ჯიმ გაფიგანი (30 500 000 $)
  8. ტერი ფატორი ( 18 500 000 $)
  9. ჯეფ დანემი (15 500 000 $)
  10. სებასტიან მანისკალკო (15 000 000 $)
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]