weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ფორსაჟის“ მე-8 სერიამ მსოფლიო კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

10:49 ოთხშაბათი, 26 აპრილი 2017

პოპულარული ექშენ-ფრანშიზა „ფორსაჟის“ ახალმა, რიგით მე-8 ფილმმა მსოფლიო პრემიერიდან პირველივე კვირაში (ე.წ. Opening Weekend) 539 მილიონი დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნული ფინანსური მოგებით, რეჟისორ ფრენსის გარი გრეის მძაფრსიუჟეტიანმა ფილმმა, რომლის ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარია, „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდის მიერ გასულ წელს დამყარებული რეკორდი (529 მილიონი $) გააუმჯობესა.

მე-8 სერიაში, სათაურით - The Fate of the Furious, ძველ ნაცნობ გმირებს ახალი პერსონაჟები შეემატნენ, რომელთა როლებს სკოტ ისტვუდი და ორი ოსკაროსანი ქალი ვარსკვლავი, შარლიზ ტერონი და ჰელენ მირენი ასრულებენ.

კინოკომპანიამ Universal Pictures, უკვე დააანონსა, რომ „ფორსაჟის“ სერიულობა მე-9 და მე-10 ფილმებით გაგრძელდება, რომლებიც შესაბამისად, 2019 და 2021 წელს გამოვა. ამის გარდა ფრანშიზას ახალი, ე.წ. სპინ-ოფი ფილმიც შეემატება, რომლის სიუჟეტიც მხოლოდ ორი კონკრეტული პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება, რომელთა როლებს კინოსერიებში დუეინ ჯონსონი და ჯეისონ სტეტჰემი ასრულებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]