weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რუსეთში შამილ ბასაევის ლიკვიდაციის შესახებ ფილმს იღებენ

14:57 პარასკევი, 04 აგვისტო 2017

ჩრდილოეთ ოსეთში მძაფრსიუჟეტიანი რუსული ფილმის გადაღებები დაიწყო. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ფილმს სათაურად „ტერორისტის განადგურება“ (Уничтожение террориста), საფუძვლად უდევს 2006 წელს ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის ლიკვიდაციის ოპერაცია.

პროექტის რეჟისორ ალექსანდრ არავინის თქმით, სცენარის შექმნისას სპეცსამსახურების დოკუმენტები და მოვლენების უშუალო მონაწილეებისგან მიღებული ინფორმაცია გამოიყენეს.

შამილ ბასაევის როლი ჩეჩენ მსახიობ აიუბ ცინგიევს ერგო, მთავარ როლებს კი ცნობილი რუსი მსახიობი იგორ პეტრენკო და ალექსეი ვერტკოვი შეასრულებენ.

ფილმის საკვანძო სცენების გადაღებები ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კი კურტატინისა და დიგორიის ხეობებში ჩაივლის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]