weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ანჯელინა ჯოლიმ თავისი ახალი ფილმის პრემიერა კამბოჯაში გამართა

11:12 ორშაბათი, 20 თებერვალი 2017

ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ანჯელინა ჯოლი საკუთარი ფილმის მსოფლიო პრემიერას თავის ექვს შვილთან ერთად დაესწრო. რეალური ისტორიული მოვლენებისა და მემუარების მიხედვით შექმნილი ახალი ფილმის, რომლის სათაურია „მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს“, პირველი ჩვენება სპეციალურად კამბოჯაში გაიმართა.

რეჟისორის ამპლუაში მყოფ ჰოლივუდის ვარსკვლავს კამბოჯის ქალაქ სიემ რეაპში გულთბილი დახვედრა მოუწყეს. აღსანიშნავია, რომ ანჯელინა ჯოლის პირველი აყვანილი შვილი, სახელად მედოქსი, სწორედ კამბოჯიდანაა.

„რომ არა კამბოჯა, შესაძლოა მე დედა არასოდეს გავმხდარიყავი. ჩემი გულის ნაწილი არის და ყოველთვის იქნება ამ ქვეყანაში და კიდევ, ამ ქვეყნის ნაწილი - მედოქსი, ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება.“ - აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ.

რაც შეეხება ფილმს, ის კამბოჯელი უფლებათა დამცველის, აქტივისტისა და ლექტორის, ლუნ უნის 2000 წელს გამოქვეყნებული მემუარის (First They Killed My Father) მიხედვითაა გადაღებული. აღნიშნული წიგნი კამბოჯაში მომხდარ რეალურ მოვლენებზეა, როდესაც ქვეყანას „წითელი ქჰმერები“ მართავდნენ დიქტატორ პოლ პოტის მეთაურობით. ლუნ უნი ხუთი წლის იყო, როდესაც კამბოჯაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. ის ბავშვთა ბანაკში მოხვდა, სადაც მისი ასაკის ბავშვებისგან მეომრებს ზრდიდნენ. შემდეგში უნი ექვს და-ძმასთან ერთად შრომით ბანაკში გადაიყვანეს. ის ქვეყნიდან 1979 წელს, ცხრა წლის ასაკში გაიქცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდა და განათლება მიიღო. უნი მუშაობდა ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციაში - „საერთაშორისო მოძრაობა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ“ (ICBL), რომელმაც 1997 წელს ნობელის პრემია აიღო მშვიდობის დარგში.

ფილმის სცენარზე ანჯელინა ჯოლიმ თავად წიგნის ავტორთან ერთად იმუშავა. კამბოჯაში მოწყობილ კინოპრემიერას კი ლუნ უნიც დაესწრო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]