weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლეონარდო დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის როლს შეასრულებს

14:08 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო სტუდია „პარამაუნტის“ ბიოგრაფიულ კინოპროექტში აღორძინების ეპოქის უდიდესი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ვერსიით, მსახიობს სახელი სწორედ რენესანსის დროს მოღვაწე ხელოვანისა და მეცნიერის გამო უწოდეს.

ფილმი დაფუძნებული იქნება ბიოგრაფიული ნაწარმოებებით სახელგანთქმულ მწერალ უოლტერ აიზეკსონის წიგნზე, რომლის შექმნაშიც მწერალმა და ვინჩის ჩანაწერები გამოიყენა.

ლეონარდო დიკაპრიო კინოპროექტში მთავარი როლის შემსრულებლის გარდა ფილმის პროდიუსერიც იქნება, საკუთარი კინოკომპანია Appian Way-ს თანაპროდიუსერ ჯენიფერ დევისონთან ერთად.

რეჟისორის ვინაობა, აგრეთვე ფილმის გადაღებებისა და გამოსვლის თარიღები ჯერ-ჯერობით უცნობია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]