weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

1-ელ სექტემბერს დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი ჩაუვლის

15:13 ხუთშაბათი, 24 აგვისტო 2017

დედამიწის ორბიტის შიგნით 14 000-ზე მეტი ისეთი ასტეროიდია, რომლებიც პერიოდულად დედამიწასთან ახლოს ჩაივლიან. უიშვიათეს შემთხვევებში კი (მილიონობით წლებში ერთხელ) მოზრდილი ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება ან/და ეჯახება. მაგალითად, 2017 წლის 1-ელ სექტემბერს დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი სახელად 3122 ფლორენსი ჩვენ პლანეტას ახლოს ჩაუვლის, თუმცა არ არსებობს შეჯახების საფრთხე.

აღსანიშნავია, რომ ეს ასტეროიდი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი უდიდესი დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტია. მისი დიამეტრი 4.4 კილომეტრს შეადგენს.  შედარებისთვის, ასტეროიდი, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია დაახლოებით 10 კმ დიმატრის უნდა ყოფილიყო.

NASA-ს განცხადებით, ასტეროიდი 3122 ფლორენსი, რომელიც 1981 წლის 2 მარტს ამერიკელმა ასტრონომმა შელტ ბასმა აღმოაჩინა ავსტრალიის საიდინგ-სპრინგის ობსერვატორიიდან და სახელი თანამედროვე საექთნო საქმის დამფუძნებელ ფლორენს ნაითინგეილის (1820-1910) საპატივსაცემოდ უწოდა, დედამიწას მინიმუმ 7 მილიონი კილომეტრის მანძილზე უსაფრთხოდ ჩაუვლის, ანუ დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულზე 18-ჯერ მეტი მანძილიდან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]