weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კასპიის ზღვა თანდათან ორთქლდება

14:31 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

მსოფლიოს უდიდესი ტბა - კასპიის ზღვა სიცხის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ზომაში მცირდება. მიზეზი ამჟამინდელი ცხელი კლიმატია, რომლის მსგავსიც თანამედროვე მსოფლიოს ჯერ არ გამოუცდია.

როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე კასპიის ზღვა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდება, რისი მიზეზიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ტემპერატურის მატებაა.

ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში არსებული ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ანალიზების მიხედვით, 1996 წლიდან კასპიის ზღვის წყლის დონე ყოველწლიურად 7 სანტიმეტრით მცირდება. მეცნიერთა თქმით, 1979 წლის შემდეგ კასპიის ზღვის ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა, რის შედეგადაც გაიზარდა აორთქლება, ამ ყველაფრის მიზეზი კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლიმატის ცვლილებაა.

მიუხედავად იმისა, რომ კასპიის ზღვის წყლის დონე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ხშირად მერყეობდა, გასულ წელს დაფიქსირებული სასტიკი ცვლილებები სპეციალისტებს აფიქრებინებთ, რომ უფრო თბილი ტემპერატურით გამოწვეულ აორთქლებას მასზე უდიდესი გავლენა აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]