weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რა კავშირშია სავსემთვარეობა ამფიბიებთან

14:38 შაბათი, 09 სექტემბერი 2017

აღმოჩნდა, რომ მთვარეს ამფიბიების რომანტიკულ განწყობაზე პირდაპირი გავლენა აქვს - ბაყაყები და გომბეშოები ძირითადად სავსემთვარეობისას წყვილდებიან, რაც იტალიაში სალამანდრების კვლევისას, შემთხვევით დააფიქსირა ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის ბიოლოგმა რეიჩელ გრანტმა.

აღნიშნული ფენომენით დაინტერესებული რეიჩელ გრანტის რამდენიმეწლიანი კერძო კვლევებითა და მისი სამუშაოს სხვა კვლევებთან შედარებით, დადასტურდა, რომ ჩვეულებრივი გომბეშოები (Bufo bufo) და მდელოს ბაყაყები (Rana temporaria) მართლაც სავსემთვარეობის პერიოდში იკრიბებიან, წყვილდებიან და ქვირითს ყრიან.

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებამაც გამოავლინა, რომ აზიური გომბეშოების (Bufo melanostictus) შეწყვილებაც მთვარის ციკლზეა დამოკიდებული და მდედრი ამფიბიების ოვულაციაც სავსემთვარეობას ემთხვევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]