weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Maserati Boomerang - საუკეთესო ავტომობილი რომელიც არ გამოშვებულა

10:09 ოთხშაბათი, 23 აგვისტო 2017

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფის“ ავტომობილების მიმომხილველი პოლ ჰადსონი საუკეთესო კონცეპტუალურ ავტომობილად „მაზერატი ბუმერანგს“ მიიჩნევს, რომელიც 2015 წელს ბრიტანულ ბონჰემის აუქციონზე 3.3 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კონცეპტუალური ავტომობილების ხანა უდავოდ 60-იანი წლების ბოლო და 70-იანი წლების დასაწყისი იყო. ზოგიერთი მათგანი აწარმოეს კიდეც, მაგალითად, მარჩელო განდინის დიზაინით 1971 წელს შექმნილი „ლამბორგინი კუნტაში“, რომელიც ბაზარზე სამი წლის შემდეგ გამოვიდა.

მანამდე იყო „ლანჩია სტრატოს ზერო“, რომელიც 1970 წელს იხილა საზოგადოებამ. უფრო ადრე კი განდინიმ „ალფა რომეო კარაბო“ შექმნა, მწვანე-ნარინჯისფერ, ბზუალა ხოჭო კარაბიდის ფერებში, რომელიც 1968 წელს პარიზის ავტოშოუზე იქნა ნაჩვენები.

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ჯორჯეტო ჯუჯაროს კონცეპტით შექმნილი, 4.7 ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი „მაზერატი ბუმერანგი“ საზოგადოებას პირველად 1971 წლის ტურინის ავტოშოუზე წარუდგა.

„ბუმერანგის“ მახვილი კუთხეები და სწორი ფორმები უდაოდ ჯუჯაროს ხელწერა იყო, რომელიც შემდეგ წლებშიც ბევრჯერ იხილეს ავტომოყვარულებმა.

1972 წლის ბარსელონას ავტოშოუს შემდეგ „მაზერატო ბუმერანგი“ ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში მცხოვრებმა ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა, რომელმაც შემდეგ 1980 წელს მიჰყიდა გერმანელ ენთუზიასტს. ამის შემდეგ, ჯუჯაროს მცირე ცვლილებებით განახლებელი ეგზემპლარი 1990 წელს პარიზში ანახეს პუბლიკას. 2002 წელს კიდევ ერთხელ გაუკეთდა კოსმეტიკური რესტავრირება, ხოლო 2005 წელს ავტორისავე იდეით „მაზერატის“ ყველაზე დიდ ზომის ემბლემით - სამკბილით დამშვენდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]