weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კლერ ფოი ახალი ლისბეთ სალანდერი გახდება

14:31 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ისტორიულ სერიალ „გვირგვინის“ (The Crown) ახალგაზრდა ბრიტანელი ვარსკვლავი კლერ ფოი ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის, ლისბეთ სალანდერის როლს შეასრულებს ფილმში „გოგონა ობობას ქსელში“, რომელიც თანამედროვე შვედი მწერლის, დავიდ ლაგერკრანცის ამავე სახელწოდების მქონე რომანის ეკრანიზაცია იქნება.

2015 წელს გამოქვეყნებული რომანი „გოგონა ობობას ქსელში“ (შვედურ ორიგინალში ჰქვია: „ის, რაც არ გვკლავს“ - Det som inte dödar oss) პოპულარული რომანების სერია „მილენიუმის“ შემადგენელი მეოთხე ნაწილია. პირველი ტრილოგიის ავტორი შვედი მწერალი სტიგ ლარსონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ ახალი სერია დავიდ ლაგერკრანცმა დაწერა.

„მილენიუმის“ ახალი რომანის ეკრანაზიაციას საშინელებათა ფილმებით ცნობილი ახალგაზრდა ურუგვაელი რეჟისორი ფედე ალვარესი (Evil Dead, Don’t Breathe) გადაიღებს. ადაპტირებული სცენარის ავტორი თავად ალვარესი, ჯეი ბასუ და ოსკარის ნომინანტი გამოცდილი ბრიტანელი სცენარისტი სტივენ ნაიტი არიან. ჯერ-ჯერობით უცნობია რომანის მეორე მთავარი გმირის, ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტის როლის შემსრულებლის ვინაობა. ფილმის პრემიერა 2018 წლის 19 ოქტომბერს შედგება.

შეგახსენებთ, რომ სტიგ ლარსონის ბესტსელერი ტრილოგიის მიხედვით უკვე არსებობს 2009 წელს გამოსული შვედური პოპულარული კინოტრილოგია და პირველ რომანზე დაფუძნებული 2011 წლის წარმატებული ჰოლივუდური ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი“. ლისბეთ სალანდერისა და მიკაელ ბლუმკვისტის როლები შვედურ ეკრანიზაციებში ნუმი რაპასმა და მიკაელ ნიუკვისტმა შეასრულეს, რეჟისორ დევიდ ფინჩერის ჰოლივუდურ ადაპტაციაში კი - რუნი მარამ და დენიელ კრეიგმა.

რაც შეეხება კლერ ფოის, მას პოპულარობა და წარმატება „ნეტფლიქსის“ 2016 წელს გამოსულმა სერიალმა „გვირგვინმა“ მოუტანა - 33 წლის მსახიობმა დედოფალ ელისაბედ II-ის როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი, მსახიობთა გილდიის ჯილდო და ემის ნომინაცია მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]