დეკემბერი 11, 2017
weather cur airplane horoscope tv

სტალინის სიკვდილზე შექმნილი სატირული კომედია შესაძლოა რუსეთში არ აჩვენონ

17:02 - 19 სექტემბერი 2017 hits 463
სტალინის სიკვდილზე შექმნილი სატირული კომედია შესაძლოა რუსეთში არ აჩვენონ

ბრიტანულ-ფრანგული შავი კომედია „სტალინის სიკვდილი“ (The Death of Stalin), რომელიც ამავე სახელწოდების მქონე ფრანგული სატირული კომიქსის ეკრანიზაციაა, შესაძლოა კინოგაქირავებისას რუსეთის კინოთეატრებში არ გაუშვან.

რუსეთის კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენელმა პაველ პოჟიგაილომ უცხოური ფილმის სიუჟეტსა და რეზონანსულ სათაურთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. მისი აზრით, აღნიშნულ ფილმს შესაძლო პროვოკაციული ელემენტების შესამოწმებლად სპეციალური ექსპერტიზა სჭირდება. თუ საზოგადოებრივი საბჭოს ან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ფილმში საერთაშორისო ეთნიკური კონფლიქტის გაღვივებას ან კომუნისტების გრძნობების შეურაცხყოფას აღმოაჩენენ, მაშინ რუსეთის მასშტაბით კინოსურათის დიდ ეკრანებზე ჩვენების აკრძალვის საკითხი დადგება.

თავის მხრივ რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „სტალინის სიკვდილის“ შესახებ არაფერი იცის და რუსეთში მისი გაქირავების საკითხი ჩვეულ რეჟიმში გადაწყდება.

„სტალინის სიკვდილის“ პირველი ჩვენება 8 სექტემბერს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, მსოფლიოს კინოეკრანებზე კი პოლიტიკური ფილმი-სატირა 20 ოქტომბრიდან გამოვა. რუსეთში მისი ჩვენების თარიღები ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი