ოქტომბერი 23, 2017
weather cur airplane horoscope tv

ბილ კლინტონის პირადი ცხოვრების სკანდალის შესახებ ორ სერიალს გადაიღებენ

14:10 - 20 სექტემბერი 2017 hits 186

ამერიკული ტელეარხი History შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონის 1998 წელს გახმაურებულ პირად სკანდალურ საქმეზე მინი-სერიალს გადაიღებს, რომელიც დაფუძნებული იქნება პიტერ ბეიკერის წიგნზე - The Breach: Inside the Impeachment and Trial of William Jefferson Clinton. ექვსი ეპიზოდისგან შემდგარ სერიალს იგივე სათაური ექნება.

პოლიტიკური თრილერი ჟანრის მინი-სერიალის ექვსივე ეპიზოდს მისივე პროდიუსერი, სცენარისტი, დოკუმენტალისტი და რეჟისორი რ.ჯ. კატლერი გადაიღებს. სიუჟეტის ცენტრში აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, მონიკა ლევინსკი, ნიუტ გინგრიჩი და კენ სტარი იქნებიან.

აღნიშნული სერიალი ტელეარხ History-ს მიერ დაანონსებული საპრეზიდენტო ანთოლოგიის სახელად The Commanders, შემადგენელი ნაწილი გახდება.

აღსანიშნავია, რომ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის სკანდალზე სხვა მინი-სერიალიც გამოვა, რომელიც ტელეარხ FX-ის წარმატებული ანთოლოგია American Crime Story-ს მორიგი, რიგით მე-4 ნაწილი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com