weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

იტალიაში არსებული საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყარო ნაპოვნია

10:11 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

მეცნიერთა უახლესი ცნობებით, სამხრეთ იტალიაში მდებარე სუპერვულკან ფლეგრეის ველის ამოფრქვევას სულ უფრო უახლოვდება. მკვლევარებმა ამჯერად მიაგნეს ე. წ. ცხელი ზონის პირველ პირდაპირ მტკიცებულებას მიაგნეს.

ფლეგრეის მინდვრები ნეაპოლის დასავლეთით მდებარე ვულკანური ქვაბულია, რომელიც საუკუნის წინ ამოიფრქვა. ეს ზონა შედარებით მშვიდი იყო 1980-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ვულკანის თავთხელი სტრუქტურებიდან მაგმისა და სითხის პატარა ნაკადები ამოიფრქვა, რამაც მცირე მიწისძვრათა სერია გამოიწვია.

სეისმოგრაფიული ტექნიკის გამოყენებით, მეცნიერებმა ამჯერად ცხელი ზონის მდებარეობა განსაზღვრეს, სადაც ცხელი ნივთიერებები მაღლა ამოდის და ქვაბულს კვებავს. კვლევა ერთობლივად ჩაატარეს აბერდენის უნივერსიტეტის, ვეზუვის მონიტორინგის ცენტრის, ნეაპოლის უნივერსიტეტისა და ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა. შედეგად, მეცნიერები უკეთ შესძლებენ სამომავლო ამოფრქვევების დროისა და ადგილის პროგნოზირებას.

კვლევის მიხედვით, 1980-იან წლებში მაგმის ამოფრქვევის პრევენცია მოახდინა 1-2 კმ სიგანის კლდოვანმა წარმონაქმნმა, რომელმაც მას გზა დაუბლოკა და ერთგვარი გვერდითი გზით გამოთავისუფლება აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არაა, 1980-იანი წლების შემდეგ ამ ზონაში დაფიქსირებული შედარებით დაბალი სეისმური აქტივობა გვაფიქრებინებს, რომ ვულკანში აკუმულირდება და იმატებს წნევა, რაც მას უფრო სახიფათოს ხდის.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ვეზუვის ობსერვატორიის მკვლევართა ჯგუფმა გამოიკვლია თუ როდის შეიძლება ფლეგრეის მინდვრები მზად იყოს კიდევ ერთი ამოფრქვევისთვის. როგორც მათ დაადგინეს, 1950-იანი წლების შემდეგ, ვულკანში დიდი უწესრიგობა შეინიშნება, რაც თანდათან კულმინაციური ეფექტისკენ მიდის. 

35 000 წლის წინ ფლეგრეის მინდვრებზე დიდი ამოფრქვევა მოხდა, შემდეგი ამოფრქვევა 12 000 წლის წინ დაფიქსირდა, ბოლოს კი შედარებით მცირე - 1538 წელს. 200 000 წლის წინ ფლეგრეის მინდვრების წარმომქმნელი ვულკანური კოლაფსი იმდენად კატაკლიზმური იყო, რომ ზოგიერთი მკვლევრის ვარაუდით, ნეანდერტალების გადაშენებაც კი გამოიწვია. ამოფრქვევის დროს ზედაპირზე გადმოინთხა 3.7 ტრილიონი ლიტრი გამდნარი ქანები, ატმოსფეროში დიდი ოდენობით გავრცელებულმა გოგირდმა კი გამოიწვია ე. წ. ვულკანური ზამთარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]