weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთის სახელით ოსკარის მოპოვებას კვლავ ანდრეი ზვიაგინცევი შეეცდება

15:24 პარასკევი, 22 სექტემბერი 2017

ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად რუსეთიდან კვლავ ანდრეი ზვიაგინცევი იბრძოლებს. რეჟისორის წლევანდელი სოციალური დრამა სათაურით „უსიყვარულო“ (Нелюбовь) რუსეთის საოსკარე კომიტეტმა ოთხ კანდიდატ ფილმს შორის აარჩია.

ანდრეი ზვიაგინცევის ფილმს სამი შიდა კონკურენტი ჰყავდა: Матильда (რეჟ. ალექსეი უჩიტელი), Аритмия (რეჟ. ბორის ხლებნიკოვი), Как Витька Чеснок вёз Лёху Штыря в дом инвалидов (რეჟ. ალექსანდრ ხანტი), თუმცა რუსეთის საოსკარე კომიტეტმა, რომლის ხელმძღვანელი ოსკარის ხსენებულ ნომინაციაში 1981 წელს გამარჯვებული ვლადიმირ მენშოვია (ფილმით - „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“), არჩევანი სწორედ კანის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელ „უსიყვარულოზე“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ანდრეი ზვიაგინცევის ნამუშევარს ამერიკის კინოაკადემიაში უკვე მესამედ გზავნის, ამათგან რეჟისორი მხოლოდ ერთხელ იყო წარდგენილი საოსკარე ხუთეულში 2014 წლის წარმატებული ფილმით „ლევიათანი“, თუმცა იმ წელს ოსკარის მოპოვება პოლონურმა დრამა „იდამ“ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად საქართველოს სახელით „საშიში დედა“ იბრძოლებს.

რაც შეეხება ამავე ნომინაციაში მოხვედრის სხვა კანდიდატებს, ანდრეი ზვიაგინცევის ფილმთან ერთად კრიტიკოსებისა და სპეციალისტების აზრით, საოსკარე ფავორიტებად სახელდებიან: მიხაელ ჰანეკეს ავსტრიული ფილმი Happy End; მიხაელ როსკამის ბელგიური დრამა Le Fidèle / Racer and the Jailbird; ანჯელინა ჯოლის კამბოჯაში გადაღებული ბიოგრაფიული სურათი First They Killed My Father; ბერლინის კინოფესტივალის პრიზიორები: Una mujer fantástica / A Fantastic Woman (ჩილე, რეჟ. სებასტიან ლელიო) და Testről és lélekről / On Body and Soul (უნგრეთი, რეჟ. ილდიკო ენიედი); ასევე კანის კინოფესტივალის პრიზიორები - The Square (შვედეთი, რეჟ. რუბენ იოსტლუნდი), 120 battements par minute / 120 Beats per Minute (საფრანგეთი, რეჟ. რობინ კამპილო), Aus dem Nichts / In the Fade (გერმანია, რეჟ. ფათიჰ აქინი) და ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორი ებრაული ფილმი „ფოქსტროტი“ (რეჟ. სამუელ მაოზი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]