ოქტომბერი 20, 2017
weather cur airplane horoscope tv

აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი

14:25 - 28 სექტემბერი 2017 hits 835

ერაყის ქურთისტანის პროვინცია სულაიმანიაში, ირანის საზღვართან ახლოს ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის მმართველობისას უნდა დაარსებულიყო. უძველესი ნაქალაქარი ყალატგა-დარბანდი, იგივე დარბანდ-ი რანია უძველესი ფორტიფიცირებული დასახლების ნანგრევებს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, სავარაუდოდ, ქალაქი დაახლოებით იმ პერიოდისაა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიისკენ გაემართა სპარსეთის მეფე დარიოს III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყალატგა-დარბანდი ქურთულად „უღელტეხილის ციხესიმაგრეს“ ნიშნავს და შესაძლოა, ერთ დროს იგი ღვინით ვაჭრობის გადატვირთული ცენტრი იყო დიდების საძიებელ გზაზე მიმავალ ჯარისკაცთა და ვაჭართათვის.

ამ არეალს არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ. რეგიონში მიმდინარე ომების გამო, ძეგლის ახლოდან კვლევა არქეოლოგებმა 21-ე საუკუნემდე ვერ შესძლეს. ამჯერად კი ლანდშაფტის შესასწავლად მათ დრონები გამოიყენეს, რაც უძველესი ქალაქის ადგილას მოდებულ მცენარეულ საფარში უმნიშვნელო სახესხვაობებზე მიუთითებდა.

მიწის ზედაპირზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიწაში ჩამარხული მრავალი მოზრდილი ნაგებობის საძირკველი, მათ შორის იყო ფორტიფიცირებული კედელი და ქვის საწნახელები, რომლებიც შეიძლება ღვინისა და ზეთის წარმოებაში გამოიყენებოდა. ასევე აღმოჩენილია კრამიტები, ქანდაკებები და ფიგურები, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის ძველბერძნულ ქალღმერთ პრესეფონესა და ღვთაება ადონისს. ქალაქში აღმოჩენილ მონეტაზე გამოსახულია პართიის მეფე ოროდ II, რომელიც ძვ. წ. 57-37 წლებში მეფობდა, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ქალაქი ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც ყვაოდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ამ რელიკვიების ზუსტი ასაკი, თუმცა როგორც ჯგუფი ვარაუდობს, აღმოჩენები ძვ. წ. II-I საუკუნეებს ეკუთვნის. არქეოლოგიური გათხრები და კვლევები კი 2020 წლამდე გაგრძელდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: paata.ick@gmail.com

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

საქართველო, გურჯაანი, ნონეშვილის ქუჩა N1

16 100

reginfo.ge@gmail.com