weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ზაკ პენმა „მატრიცის“ ახალი ფილმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

13:03 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმად მიჩნეული „მატრიცის“ ახალი სერიის შესახებ საუბარი მიმდინარე წლის მარტში გაჩნდა, თუმცა მაშინ ოფიციალურად ჯერ არაფერი იყო ცნობილი. ამჯერად სცენარისტმა ზაკ პენმა, რომელიც „მატრიცის“ გაგრძელებაზე მუშაობს, მცირე ინფორმაცია „ტვიტერით“ გაავრცელა.

სტუდია „უორნერ ბრაზერსს“ ოფიციალურად ჯერ არაფერი გამოუქვეყნებია, იქნება ეს რიმეიქი, რიბუთი თუ ოფიციალური სიკველი, საუბარი ასევე იყო სატელევიზიო სერიალის ვარიანტზეც, თუმცა როგორც ზაკ პენი ინტერნეტის საშუალებით იუწყება, ახალი ფილმი არ იქნება ე.წ. რიბუთი ანუ სერიულობის ახლიდან დაწყება და არც პირდაპირი გაგრძელება, არამედ მისი თქმით, ახალი პროექტის იდეაზე, სცენარსა და კონცეფციაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

სცენარისტ ზაკ პენის „ტვიტერის“ გვერდიდან შემდეგი პატარ-პატარა ინფორმაციები გახდა ცნობილი:

„მატრიცა, დიახ მე ვწერ რაღაცას. ეს არაა რიბუთი, არც გაგრძელება, უყურეთ „ანიმატრიცას“ და წაიკითხეთ კომიქსები, რათა ნახოთ რა გააკეთეს ვაჩოვსკებმა.“

„სცენარი, რომელიც მუშავდება არაა ფილმის. ჯერ არაა სამსახიობო გუნდი და რეჟისორი, სტილზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. არაფერია ცნობილი ხალხო, ჯერ-ჯერობით.“

„არაა საჭირო რომელიმე მსახიობის ან ვინმე პიროვნების დაკავშირება, რადგან ჯერ ცნობილი არაფერია. არ იქნება რიბუთი ან რიმეიქი, არ იქნება რიქასთინგი.“

„მიმდინარე პროცესში საქმე იმაში არაა, რომ რამე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. ბევრი საკითხია გასავლელი, რაც პირველ რიგში მე თვითონ უნდა გავაკეთო.“

როგორც ზაკ პენის ნაწყვეტ-ნაწყვეტ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციებით ირკვევა, ახალი პროექტი უკვე არსებული „მატრიცის“ კინოსამყაროში განვითარდება, თუმცა სიუჟეტურად შესაძლოა პირდაპირ არ იყოს დაკავშირებული „მატრიცის“ კინოტრილოგიასთან, არამედ ანთოლოგია „ანიმატრიცის“ მსგავსად მთავარი გმირების სიუჟეტის პარალელურად, მანამდე ან მის შემდეგ მომხდარ ცალკეულ სპინ-ოფ ისტორიებზე იყოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]