weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

„მაკლარენმა“ ორი ექსკლუზიური სუპერქარი ერთი ადამიანისთვის შექმნა

11:00 პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017

კომპანია McLaren-ის განყოფილებამ Special Operations (MSO), რომელიც ექსკლუზიურ ავტომობილებს აწყობს, ორი უნიკალური სუპერქარი წარადგინა: MSO R Coupe და MSO R Spider. ორივე ავტომობილი ერთი ადამიანის შეკვეთით დამზადდა, რომლის ვინაობას ავტომწარმოებელი არ ასახელებს.

სუპერქარები 650S მოდელის ბაზაზე ააწყვეს. ავტომობილები აღჭურვილია 3.8 ლიტრიანი ბიტურბო V8 ძრავით, რომლის სიმძლავრე 688 ცხენისძალას შეადგენს, ბრუნთა მაქსიმალური მომენტი კი - 700 ნიუტონმეტრს. ამგვარი ძრავით, McLaren 650S-ის აჩქარებას ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3 წამი ჭირდება, ორკარიანი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 333 კმ/სთ შეადგენს.

კუპეს და როდსტერის აღჭურვილობაში ტიტანიუმის გამოსაბოლქვი სისტემა და ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალის აეროდინამიკური ელემენტები შევიდა.  ავტომობილის ძარა ვერცხლისფრად არის შეღებილი, წითელი და შავი აქცენტებით.

სუპერქარების სალონის გასაწყობად გამოყენებულია ალკანტარა და ნახშირპლასტიკი. გარდა ამისა, მანქანაში მოთავსებულია IRIS-ის მულტიმედიური სისტემა და ხელსაწყოების დაფა, ამორჩეული გადაცემის ინდიკაციით.

ადრე MSO-ს განყოფილებამ 570S-ის ექვსი ექსკლუზიური სუპერქარი გამოუშვა, რომელიც F1 XP GT Longtail-ის მოდელს, 1997 წელს გამოშვებული „მაკლარენის“ სარბოლო ავტომობილის ომოლოგაციურ ვერსიას მიეძღვნა. სუპერქარები მწვანედ შეღებეს, ზუსტად ისე, როგორიც საგზაო F1 XP GT-ზე გამოიყენებოდა, ინტერიერი კი მწვანე ძაფით მოქარგული ტყავით გააწყვეს.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]