weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ციმბირის წყლულს ნამიბიაში 100-ზე მეტი ბეჰემოთი ემსხვერპლა

11:18 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

ნამიბიაში არსებულ ბვაბვატის ეროვნულ პარკში 100-ზე მეტი ბეჰემოთი სავარაუდოდ ციმბირის წყლულს ეპიდემიას ემსხვერპლა. პირველი მკვდარი ინდივიდი ეროვნულ პარკში ხელმძღვანელობამ 1 ოქტომბერს შენიშა, თუმცა ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში ინფექცია სწრაფად გავრცელდა და 109 ბეჰემოთი შეიწირა.

მუცელზე ამოტრიალებული მკვდარი ჰიპოპოტამები მდინარეში იპოვეს. თუკი მათი დახოცვის მიზეზი ჯილეხი, იგივე ციმბირის წყლული აღმოჩნდა, დიდი ალბათობით, ისინი ეპიდემიის ერთადერთი მსხვერპლნი არ იქნებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია რამდენიმე მკვდარი წყლის კამეჩიც და არსებობს საფრთხე, რომ ცხოველთა გვამების შეჭმის შემდეგ, დაინფიცირდნენ ნიანგებიც.

აფრიკის რეგიონის ეპიდემიების ისტორიიდან გამომდინარე, ადგილობრივებსა და ნამიბიის ხელისუფლებას ეჭვი სწორედ ციმბირის წყლულზე აქვს. 2004 წელს დაბინძურებული წყლის დალევის შემდეგ ამ ეპიდემიამ უგანდაში 300-ზე მეტი ცხოველი იმსხვერპლა, რამდენიმე მსგავსი ინცინდენტი 2010 წელსაც განმეორდა.

გარდა ველური ბუნებისა, ბვაბვატის ეროვნულ პარკში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლება მათ მოუწოდებს მოერიდონ ეპიდემიის ზონას და განსაკუთრებით, არ მოიხმარონ ბეჰემოთის ხორცი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა ზიანი მიადგება საბოლოოდ ჰიპოპოტამთა ადგილობრივ პოპულაციას. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ეს სახეობა „მოწყვლადადაა“ შეფასებული. ეპიდემიამდე ნამიბიაში 1300 ბეჰემოთი ბინადრობდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]