weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევა გვატემალაში

12:38 ორშაბათი, 01 მაისი 2017

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი ალბერტ დოსი, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტების ფოტოგრაფითაა ცნობილი, ცენტრალური ამერიკის რესპუბლიკა გვატემალაში იმყოფებოდა, სადაც პატარა ქალაქ ანტიგუა გვატემალას მახლობლად არსებული აქტიური ვულკანის, „ფუეგოს“ შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო.

ალბერტ დოსმა მოისურვა, არამარტო ვულკანის ამოფრქვევა გადაეღო, არამედ პეიზაჟები ღამით, ირმის ნახტომის ფონზე  დაეფიქსირებინა. საამისოდ იგი „ფუეგოს“ გვერდით მდებარე ვულკან აკატენანგოზე ავიდა, ღამით მოწმენდილ ცას დაელოდა და ვულკანის კრატერიდან ამოფრქვეული ლავა ვარსკვლავების ფონზე გადაიღო, შედეგი კი უდავოდ გამორჩეული გამოუვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]