weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჰარვი ვაინშტაინი კინოაკადემიიდან გარიცხეს, სექსუალურ ძალადობაში მისი ძმაც ამხილეს

14:15 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

აღიარებული ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ამერიკის კინემატოგრაფიის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიიდან (AMPAS) გარიცხეს. ოსკაროსან პროდიუსერს კინოაკადემიის წევრის სტატუსი ბოლო პერიოდის სკანდალების გამო ჩამოართვეს.

კინოაკადემიის მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება ჰარვი ვაინშტაინის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ ბრალდებების გახმაურებისთანავე ჰარვი ვაინშტაინი საკუთარი დაარსებული კინოკომპანიიდან დაითხოვეს, მალევე მას მეუღლე გაშორდა.

აღსანიშნავია, რომ ჰარვი ვაინშტაინისადმი ბრალდებების პარალელურად, იგივე სახის ძალადობაში მისივე ძმა ბობ ვაინშტაინიც ამხილეს. „ვაინშტაინ კომპანის“ წარმოებულ სატელევიზიო სერიალ „ნისლის“ (The Mist) შოურანერმა ამანდა სეგელმა განაცხადა, რომ გავლენიანი პროდიუსერი მას გამუდმებით სთავაზობდა რომანტიკულ ვახშმებსა და შეხვედრებს, რასაც ბობ ვაინშტაინი კატეგორიულად უარყოფს.

ჰოლივუდში აგორებული ვაინშტაინების სკანდალის ფონზე, ოსკაროსანმა მსახიობმა რის უიზერსპუნმა აღიარა, რომ 16 წლის ასაკში მასზე რეჟისორმა იძალადა, რომლის ვინაობასაც ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ამხელს. მისივე თქმით, მომხდარზე მაშინ გავლენა აგენტებმა და პროდიუსერებმაც იქონიეს, რომლებმაც მსახიობს კარიერის საკეთილდღეოდ გაჩუმება ურჩიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]