weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩინეთის კოსმოსური სადგური დედამიწაზე ჩამოვარდება

15:10 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

ჩინეთის კოსმოსურმა სადგურმა „ტიანგუნ 1“-მა, რომელიც 9.4-ტონას იწონის, დედამიწაზე დაშვებისთვის საჭირო აჩქარება მიიღო და როგორც მოსალოდნელია, პლანეტის ზედაპირზე რამდენიმე თვეში ჩამოვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ 12-მეტრიანი ლაბორატორია დიდი ალბათობით ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, ნამსხვრევები, რომელთა წონაც 100 კგ-ს აღემატება, დაწვას ვერ მოასწრებს, დედამიწამდე მაინც მოაღწევს და არავინ იცის, სად ჩამოცვივდება ისინი.

კოსმოსური სადგური 2011 წელს გაუშვეს და მან სამ მისიას უმასპინძლა, მათ შორის ჩინეთის პირველ ქალ კოსმონავტებს — ლიუ იანსა და ვან იაპინს. სადგურის სახელი ჩინურად „სამოთხის სასახლეს“ ნიშნავს და გამოიყენებოდა 2023 წლისთვის დაგეგმილი უფრო დიდი სადგურის ტექნოლოგიების ტესტირებისთვის.

ჩინელებმა რა თქმა უნდა იცოდნენ რომ „ტიანგუნ 1“ სამუდამო არ იქნებოდა და გასული წლის მარტში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სადგურის აღსასრულის დრო ახლოვდებოდა. 2016 წლის სექტემბერში ჩინეთმა ოფიციალურად აღიარა, რომ სადგურზე კონტროლი დაკარგა და ამჟამად იგი განადგურების ორბიტაზე მოძრაობდა. მათი პროგნოზით, სადგური დედამიწას უნდა შეჯახებოდა 2017 წლის ოქტომბერ-2018 წლის აპრილის მონაკვეთში. ზუსტად სად და როდის ჩამოვარდება სადგური, უცნობია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან რაიმე სერიოზული საფრთხე გამოიწვიოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]