weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი უცნობი მონუმენტი აღმოაჩინეს

12:58 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს ლავის მინდვრებზე, განსხვავებული არქეოლოგიური ძეგლები აღმოაჩინეს. ჰარათ-ხაიბარის ველზე ათასობით წლის წინანდელი 400-ზე მეტი სტრუქტურა იპოვეს.

მონუმენტები, რომლებსაც „ჭიშკრები“ უწოდეს (რადგან მაღლიდან შეხედვისას გარკვეულწილად წააგავს ძველებურ მინდვრის ჭიშკრებს), დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კენედიმ აღწერა საკუთარ ნაშრომში, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

აღმოჩენაში დიდია საჰაერო დარუკვის ტექნოლოგიების წვლილი. ეს მეთოდი მკვლევარებს საშუალებას აძლევს, იხილონ ხმელეთიდან რთულად მისადგომი ან ისეთი ზონები, რომელთა მნიშვნელობის შესახებაც არაფერი იციან. აღმოჩენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ექიმ დარ ალ-საიდსა და მისი ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც საკუთარ თავს უდაბნოს ჯგუფს უწოდებენ. ლანდშაფტზე დაკვირვებისა და შემდეგ საკუთარ საიტზე დატანისთვის ისინი Google Earth-ს იყენებდნენ.

მიუხედავად სახელისა, ეს სტრუქტურები ცხადია ჭიშკრები არაა. ისინი წარმოადგენს დაბალ, უხეშად ნაგებ კედლებს, რომელთა უმეტესობის სიგრძე 50-150 მეტრია. სულ აღმოჩენილი 389 კედლიდან, 200 მეტრზე გრძელი 36-ია, ყველაზე გრძელი კი 518 მეტრი. უცნობია რა არის ან რისთვის ააშენეს ისინი, მაგრამ თავად მათი არსებობა უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ლავის ეს მინდორი საცხოვრებლად გაცილებით უფრო ვარგისი უნდა ყოფილიყო.

„ჭიშკრები“ ძეგლის ერთადერთი სტრუქტურები არაა. ზოგ ადგილას მათ თან ახლავს ათობით ათასი სტრუქტურა, რომლებიც მკვლევართა აზრით, ქვის კოშკებია. ზოგიერთ მათგანს გარს აკრავს ქვის პატარა კედელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]