weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

Sunshine State Of Mind - „იამაჰას“ ახალი სპეციალური მოტოციკლი

15:19 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

ჩიკაგოში არსებული მაღაზია „Powder Monkees“ შეკვეთით დამზადებულ მოტოციკლებს, უნიკალურ ველოსიპედებსა და სხვადასხვა დიზაინის დეტალებს უშვებდა. კომპანია Federal Moto-სთან გააერთიანების შემდეგ კი სპეციალური მოტოციკლი შექმნა.

თანამშრომლობის მთავარი მიზანი გახლდათ შექმნილიყო რაღაც პატარა, მარტივი და სახალისო ბაიკი მსუბუქ ფერებში, ნაწილების მინიმალისტური არჩევანითა და უხეში საბურავებით.

ქასთომ-მოდელი 1978 წლის „იამაჰა“ SR500-ის ბაზაზეა შექმნილი. საბოლოოდ გამოვიდა SR500-ის, „იამაჰა“ TT500-ის ავზის, „ჰონდა“ TL250-ის ფარის, Triumph-ის მონო-ამორტიზატორის საკიდის, შეკვეთით დამზადებული დასაჯდომი ადგილისა და ჩარჩოების, Mikuni-ს კარბურატორის, Metzler-ის საბურავებისა და ზემოაღნიშნულ მსუბუქ ფერთა გამით გაფორმებული დიზაინი. საბოლოო შედეგმა დაიმსახურა სახელწოდება - Sunshine State of Mind, რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]