weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სათამაშო დათუნიების კოლექციონერი გინესის რეკორდებში წიგნში მოხვდა

15:45 შაბათი, 28 ოქტომბერი 2017

კოლექციონერობა ბევრ ადამიანს იზიდავს, თუმცა გინესის მსოფლიო რეკორდებში მხოლოდ გამორჩეულები ხვდებიან. ერთი ასეთი ადამიანი ამერიკელი ჯეკი მაილი გახლავთ - სამხრეთ დაკოტას შტატის ქალაქ რაპიდ სიტიში მცხოვრები 68 წლის ქალბატონს სათამაშო დათუნიების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

„ბავშვობაში სათამაშო დათუნია არასოდეს მქონია, უფრო მეტიც - არც კი ვიცოდი რა იყო, იქამდე სანამ რვა წლის ასაკში მინესოტას ბაზრობაზე ვნახავდი“ - ამბობს გინესის რეკორდსმენი ქალბატონი, რომელიც უდედ-მამო ბავშვთა სახლებში იზრდებოდა.

საინტერესოა, რომ სათამაშოების შეგროვება ჯეკი მაილიმ მხოლოდ 2000 წელს დაიწყო, როდესაც შვებულებისას ტირში სათამაშო დათუნია სახელად „ბებია ჯეკი“ მოიგო. დღეისთვის მის კოლექციაში 8026 ეგზემპლარია. ყველაზე ძველი სათამაშო 1905 წლით თარიღდება, ყველაზე პატარა ზომის დათუნია 2 სმ სიმაღლისაა, ყველაზე დიდი კი - 2 მ და 40 სმ. დათუნიების მოსაგროვებლად ჯეკი მაილი სხვადასხვა შტატებსა და ქვეყნებში მდებარე მაღაზიებსა და ანტიკვარიატებს სტუმრობდა. მისი კოლექცია ნაჩუქარმა სათამაშოებმაც გაამდიდრეს.

აღსანიშნავია, რომ გინესის წიგნში ასევეა შესული Hello Kitty-ს სათამაშოებისა და სუვენირებისგან შემდგარი უდიდესი კოლექციაც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]