weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ გეია

12:22 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და აღიარა, რომ გეია, მას შემდეგ, რაც ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობმა ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშუალა.

კინოსა და თეატრის ნაკლებად ცნობილი მსახიობი და მომღერალი ენტონი რაპი, ამბობს, რომ ის 14 წლის იყო, როდესაც 31 წლის წინ კევინ სპეისიმ ის ჯერ ღამის კლუბში, შემდეგ კი საკუთარ ბინაში წვეულებაზე მიიწვია. კევინ სპეისი მაშინ 26 წლის იყო. როგორც ენტონი რაპი ყვება, ნასვამი სპეისი მის შეცდენას შეეცადა.

58 წლის ვარსკვლავი ენტონი რაპის ისტორიას სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ვრცელი განცხადებით უმალ გამოეხმაურა და გარდა იმისა, რომ ბოდიში მოიხადა, თქვა, რომ გეია.

„ენტონი რაპს, როგორც მსახიობს, უდიდეს პატივს ვცემ. მისი ამბის მოსმენით შეძრული ვარ. გულწრფელად რომ ვთქვა, შეხვედრა არ მახსოვს, რადგან 30 წლის წინ იყო, მაგრამ თუ ისე მოვიქეცი, როგორც ის აღწერს, მაშინ ჩემი მხრიდან ნამდვილად დიდი ბოდიში ეკუთვნის საკმაოდ შეუფერებელი მთვრალი კაცის საქციელის გამო და ვწუხვარ იმ საშინელი განცდებისთვის, რაც მან აღწერა და მთელ ამ წლებში გამოიარა.

ამ ამბავმა მიბიძგა, ჩემი ცხოვრების შესახებ სხვა რამ მეთქვა. ვიცი, რომ არსებობს ჩემ შესახებ ისტორიები, რომლებიც ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობა მქონია ქალებთანაც და კაცებთანაც. მქონდა რომანტიკული ურთიერთობები მამაკაცებთან და ვირჩევ, ვიცხოვრო როგორც გეი მამაკაცმა.“ - განაცხადა კევინ სპეისიმ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]