weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელე აღმოაჩინეს

12:30 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

რამდენიმე დღის წინ, მეცნიერებმა გიზის დიდი პირამიდის, იგივე ხეოფსის პირამიდის შიგნით გიგანტური სიცარიელე აღმოაჩინეს. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს დარბაზი, მაგრამ მისი ზომა მიანიშნებს, რომ იგი უდიდეს როლს თამაშობდა ძველი ეგვიპტის ფარაონთა სამარხში, შესაძლოა სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაშიც.

ახლად აღმოჩენილი სივრცე მდებარეობს პირამიდის ამ დრომდე ცნობილი უმსხვილესი ოთახის -  დიდი გალერეის თავზე. სიგრძეში სულ მცირე 30 მეტრია, გადამკვეთი სექცია კი მის ქვეშ არსებული დიდი გალერეის ზომისაა.

„პირამიდების მშენებლობასთან დაკავშირებით, უამრავი თეორია არსებობს. უთვალავი თეორიაა დამალული ოთახების შესახებაც, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს თეორიები მხოლოდ თეორიებად რჩება“, - განაცხადა მეცნიერთა ჯგუფმა აღმოჩენის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პროექტში ScanPyramids ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა თერმული ანომალიები აღმოაჩინა და ხეოფსის პირამიდის ვიზუალიზაცია შიგნით შეუსვლელად, მიუონების (კოსმოსური სხივების პროდუქტები, რომლებსაც ქვა მხოლოდ ნაწილობრივ შთანთქავს) გამოყენებით მოახდინა.

ამ მეთოდს მიუონური რადიოგრაფია ეწოდება და მუშაობს რენტგენული გამოსხივების პრინციპზე - მიუონები აღწევენ სტრუქტურის შიგნით და ახდენენ იქ არსებული სივრცის სამგანზომილებიან რეკონსტრუქციას. ეს მეთოდი განსხვავდება ინფრაწითელი თერმოგრაფიისგან, რომელიც შენობის შიგნით ტემპერატურის ცვალებადობას აფიქსირებს.

მეცნიერთა თქმით, ამ ეტაპიდან იწყება დამატებითი კვლევები და შესაბამისად, სულ მალე კიდევ უფრო ბევრი რამ გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ უცნაური სიცარიელე საიდუმლოებით მოცულ პირამიდაში შემთხვევით არაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]