weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

კევინ სპეისის სკანდალის გამო რიდლი სკოტის ფილმი კინოფესტივალიდან მოხსნეს

15:36 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ვარსკვლავ კევინ სპეისისთან დაკავშირებული სექს-სკანდალის გამო, რეჟისორ რიდლი სკოტის უახლესი ნამუშევარი სათაურად „მთელი მსოფლიოს ფული“ (All the Money in the World), რომელსაც ორგანიზაცია ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტის (AFI) კინოფესტივალი უნდა დაეხურა, ფესტივალზე ნაჩვენები აღარ იქნება.

გადაწყვეტილება სტუდიამ Sony Pictures მიიღო, AFI-ს კინოფესტივალმა კი გადაწყვეტილებას მხარი ოფიციალური განცხადებით დაუჭირა. ამრიგად, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმის პრემიერა 16 ნოემბრის ნაცვლად 22 დეკემბერს გაიმართება.

რიდლი სკოტის კრიმინალურ-ბიოგრაფიული ფილმის სიუჟეტი 1973 წელს ნავთობის მაგნატ ჟან პოლ გეტის შვილიშვილის რომში გატაცების შესახებაა, როდესაც 16 წლის ბიჭის დედა მისავე მილიონერ პაპას მაფიოზებისთვის გამოსასყიდის გადახდაში არწმუნებდა, მისგან მიღებული უარის შემდეგ კი საქმეში CIA-ს ყოფილი აგენტი ჩაერთო. მთავარ როლებს მარკ უოლბერგი, მიშელ უილიამსი და კევინ სპეისი ასრულებენ. წინასწარი პროგნოზებით, სამივე მათგანს, ისევე როგორც თვითონ ფილმს, საოსკარე ნომინაციებისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა თავად შემქმნელებისავე გადაწყვეტილებით, ფილმის საოსკარე კამპანია კევინ სპეისისთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალის გამო ოფიციალურად შეწყდა.

შეგახსენებთ, რომ ორი ოსკარის მფლობელ აღიარებულ კინოვარსკვლავ კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაში ბრალი მსახიობმა ენტონი რაპმა დასდო, რის საპასუხოდაც კევინ სპეისიმ ბოდიში საჯაროდ მოიხადა და აღიარა, რომ გეია. გახმაურებულ სკანდალს მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ცნობილი გახდა, რომ პოპულარული სერიალი „ბანქოს სახლი“ აღარ გაგრძელდება, შემდეგ კი - ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კევინ სპეისი „ემის“ სპეციალურ ჯილდოს ვეღარ მიიღებს. ენტონი რაპის გარდა, სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალი „ბანქოს სახლზე“ მომუშავე ჯგუფის რვა წევრმაც დასდო და ასევე ცნობილი გახდა, რომ დარჩენილ დროში კევინ სპეისისთან ერთად სერიალზე თანამშრომლობა აღარ მოხდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]