weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფემინიზმის სახედ მიჩნეულ გლორია სტაინემის როლს კერი მალიგანიც შეასრულებს

17:32 სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017

ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობი კერი მალიგანი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის, ფილანთროპისა და ფემინისტის, გლორია სტაინემის როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ფემინიზმის სახედ მიჩნეული სტაინემის როლზე სხვა ბიოგრაფიულ ფილმში მცირე ხნის წინ ოსკაროსანი ვარსკვლავი ჯულიანა მური დამტკიცდა.

ბიოპიკს სათაურად „არასამოქალაქო ომი“ (The Uncivil War) ქალი რეჟისორი დი რისი გადაიღებს, სცენარის ავტორი კი დევიდ კუკოფია. ფილმის სიუჟეტი თანასწორი უფლებებისთვის აქტივისტ გლორია სტაინემისა და ადვოკატ ფლორინს კენედის ერთობლივი ბრძოლის შესახებ იქნება. მათ წინააღმდეგ კონსტიტუციონალისტი, კონსერვატორი აქტივისტი ქალი ფილის შლეფლი გამოდიოდა. ფილმის გადაღებები სტარტს მომდევნო წლის დასაწყისში აიღებს.

ოსკარის ნომინანტ კერი მალიგანისა და რეჟისორ დი რისითვის გლორია სტაინემის ცხოვრების ეპიზოდებზე დაფუძნებული ფილმი რიგით მეორე თანამშრომლობა იქნება. მათ პირველ კოლაბორაციას წლევანდელი დრამა „მადბაუნდი“ (Mudbound) წარმოადგენს, რომელიც წლევანდელი ოქროს გლობუსებისა და ოსკარების მოპოვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატ ფილმად მოიაზრება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]