weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

დალტონიზმის კუნძულის შვილები

16:18 სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017

მიკრონეზიის არქიპელაგის ატოლ პინგელაპის მრავალი მაცხოვრებელი სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერში ხედავს, რისი მიზეზიც მათი უიშვიათესი გენეტიკური ანომალია, სახელად აქრომატოპსიაა.

ამსტერდამში მცხოვრები ახალგაზრდა ბელგიელი ფოტოგრაფი სანე დე ვილდე მიკრონეზიის კუნძულებს ესტუმრა და იქ გადაღებული კადრები ექსპერიმენტის სახით გადაიყვანა ინფრაწითელსა და შავ-თეთრში, რათა წარმოედგინა, თუ როგორ ხედავენ სამყაროს ადგილობრივები.

პინგელაპში დალტონიზმის ეს ფორმა ჟღერს როგორც - „მასკუნი“, რაც ადგილობრივ ენაზე „ვერ დანახვას“ ნიშნავს. მისი ისტორია შორეული 1775 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც კუნძულის მოსახლეობა მძლავრმა ტაიფუნმა გაანადგურა, აღნიშნული ანომალია კი ოციოდე გადარჩენილს შორის მხოლოდ ერთ ადამიანს, ადგილობრივ მმართველ ნაჰნმვარკი მვანენიჰსედს ჰქონდა. გენეტიკური სინდრომი შემდგომში მის მეოთხე თაობის ადამიანს აღმოაჩნდა, შემდეგ კი თაობათა ცვლის პარალელურად აქრომატოპსიის მქონეთა რიცხვი გაიზარდა. დღეს დალტონიზმის ამ ფორმის ყველა მატარებელი საკუთარ თავს ნაჰნმვარკი მვანენიჰსედის შთამომავლად მიიჩნევს.

სხვადასხვა ფერების გარჩევადობის ანომალია, რომელსაც დალტონიზმი ეწოდება, მრავალნაირია. ფერების გარჩევის რეცესიის მქონე ადამიანები ხშირად ერთმანეთისგან წითელსა და მწვანე ფერს ვერ ასხვავებენ, ზოგიერთს კი არ შეუძლია ყვითელი ფერი ლურჯისგან განასხვაოს. ოფიციალური მონაცემებით, დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეორასე ქალს, ხოლო ყოველ მე-12 მამაკაცს დალტონიზმი სხვადასხვა ფორმით აქვს.

ფერების რეცესიაში ყველაზე ხშირია დევტერანომალია (არსებული ფერების გაუფერულება), პროტანოპია (ყველა ფერის მომწვანო ფერში ხედვა) და ტრიტანოპია (მოლურჯო-მოვარდისფრო ტონალობა).

პოპულარული ვებგვერდი Bored Panda აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზე დალტონიზმის ხსენებული სამი ფორმაა წარმოდგენილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]