weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სანდრა ბულოკი აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ იბრძოლებს

12:53 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის ოსკაროსანი ვარსკვლავი სანდრა ბულოკი მთავარ როლს შეასრულებს ბიოგრაფიულ ფილმში სათაურად - Let Her Speak, რომელშიც იგი ტეხასის შტატში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგე სენატორ უენდი დევისს განასახიერებს.

ბიოპიკი, რომელსაც კინოკომპანია Escape Artists გადაიღებს, 2013 წელს ტეხასის შტატში აბორტების აკრძალვის შესახებ მისაღებ კანონპროექტზეა, რომლის ჩაშლასაც სენატორი უენდი დევისი 11-საათიანი გამოსვლით ცდილობდა. ხსენებულ დროის მონაკვეთში, ტეხასის შტატის კანონების თანახმად, მას ეკრძალებოდა საკვების მიღება, საპირფარეშოში წასვლა, დაჯდომა და ა.შ. 11-საათიანი ფილიბასტერის შემდეგ კი მან განაცხადა, რომ წელი სტკიოდა და სათქმელიც აღარაფერი ჰქონდა. უენდი დევისმა თავისას მიაღწია - ტეხასის შტატში აბორტების შეზღუდვის კანონი ვერ მიიღეს, ქალი სენატორის სიტყვით გამოსვლას კი შეერთებულ შტატებში უდიდესი რეზონანსი მოჰყვა, რაც აბორტის აკრძალვაზე კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებშიც აისახა.

ბიოგრაფიული დრამის სცენარის ავტორი დებიუტანტი მარიო კორეაა, ჯერ-ჯერობით უცნობია რეჟისორის ვინაობა, ასევე უცნობია გადაღებების დაწყებისა და პრემიერის თარიღები.

აღსანიშნავია, რომ სანდრა ბულოკისთვის ბიოგრაფიული სურათი უცხო არაა - მსახიობმა ოქროს გლობუსი და ოსკარი სწორედ მსგავსი ფილმისთვის (The Blind Side) მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]