weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რობოტი რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

12:30 შაბათი, 18 ნოემბერი 2017

იაპონელებმა შექმნეს ფუმფულა რობოტი, რომლის მიზანიც ადამიანთა ყოველდღიური სტრესის დაძლევაა. სიახლის პრეზენტაცია ელექტროტექნიკის გამოფენაზე შედგა და ის გარეგნულად ჰგავს მრგვალ ბალიშს, რომელსაც კუდიც კი აქვს.

რობოტი კომპანია Yukai Engineering-ს ეკუთვნის და მათი მიზანი შინაური კატის მსგავსი მოწყობილობის შექმნა იყო. ბეწვით დაფარული ანტისტრესი მართლაც შინაური ცხოველივით იქცევა, როდესაც მას ადამიანი ეხება ის კუდის ქიცინს იწყებს და რაც უფრო ხშირია კონტაქტი, რობოტიც უფრო აქტიური ხდება.

საინტერესო სიახლის ავტორები იმედოვნებენ, რომ ფუმფულა მეგობარი სულ მალე ბევრი ადამიანის ოჯახში გამოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]