weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სექს-სკანდალებში ბრალდებულთა ვარსკვლავებს დიდების ხეივნიდან არ აიღებენ

13:17 შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ჰოლივუდის სავაჭრო პალატა არ აპირებს სექსუალურ ძალადობებში ბრალდებულთა კუთვნილი ვარსკვლავების აღებას ჰოლივუდის დიდების ხეივნიდან. კომერციული ბორდის განცხადებით, კევინ სპეისისა და ბრეტ რეტნერის ჰოლივუდის ბულვარში არსებულ ვარსკვლავებს არაფერი ემუქრებათ.

ჰოლივუდის სავაჭრო პალატის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, ლერონ გუბლერის ოფიციალური განცხადებით, შეკითხვაზე - აპირებდნენ თუ არა ჰოლივუდის ბულვარიდან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულთა ვარსკვლავების მაშორებას, პასუხი არის: არა.

„ჰოლივუდის დიდების ხეივანი რეგისტრირებული ისტორიული ღირშესანიშნაობაა. როგორც კი იქ ერთხელ ვარსკვლავი დაემატება, ის ისტორიის კუთვნილებად მიიჩნევა და ამიტომაც ბულვარიდან არასოდეს აგვიღია ვარსკვლავი“, - განმარტა ლერონ გუბლერმა.

ჰოლივუდის ბულვარში კევინ სპეისის ვარსკვლავი 1999 წელს გაუხსნეს, ბრეტ რეტნერს კი - მიმდინარე წლის იანვარში.

შეგახსენებთ, რომ ორი ოსკარის მფლობელი კინოვარსკვლავის, კევინ სპეისისა და რეჟისორ ბრეტ რეტნერის გახმაურებულ სკანდალებს, რომლებიც მათი მხრიდან სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ბრალდებებს უკავშირდება, უკვე მოყვა მკაცრი რეაქციები მათივე საქმიანობასთან მიმართებაში. კევინ სპეისის სკანდალის გამო პოპულარული სერიალი „ბანქოს სახლი“ აღარ გაგრძელდება, მსახიობს აღარ მისცემენ კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის განკუთვნილ ჯილდოს, მისი მონაწილეობით უახლესი ფილმი კინოფესტივალიდან მოხსნეს და ამ ფილმიდან მისი სცენების ამოჭრის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც შეეხება რეჟისორსა და პროდიუსერ ბრეტ რეტნერს, ჰიუ ჰეფნერზე ბიოგრაფიული ფილმის წარმოება სწორედ მისი სექს-სკანდალის გამო შეჩერდა, კინოკომიქს „ქალი-საოცრების“ მთავარი როლის შემსრულებელმა გალ გადოტმა კი გაგრძელებაში თამაში იუარა, თუკი პროექტში კვლავ იქნება ჩართული რეტნერი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობ ენტონი რაპისა და სერიალ „ბანქოს სახლზე“ მომუშავე ჯგუფის წევრების გარდა, კევინ სპეისი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ასევე დაადანაშაულა ოცამდე ადამიანმა, რომელთა ბრალდებებიც თეატრმა The Old Vic გამოაქვეყნა. აღიარებული კინოვარსკვლავი ხსენებული თეატრის ხელმძღვანელი 2004-2015 წლებში იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]