weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

იქს-ადამიანების სუვენირების კოლექციონერი გინესის რეკორდსმენი გახდა

15:32 შაბათი, 18 ნოემბერი 2017

ამერიკელი ერიკ იასკოლკა, რომელიც კომიქსების პოპულარული გმირების, იქს-ადამიანების სათამაშოებს, ფიგურებს, სუვენირებსა და სხვა ნივთებს აგროვებს, გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც ხსენებული სუპერგმირების გამოგონილი სამყაროს უდიდესი კოლექციის მქონე.

აიოვას შტატის ქალაქ დი მოინში მცხოვრებმა ერიკ იასკოლკამ კოლექციის შეგროვება მაშინ დაიწყო, როდესაც 1989 წელს მისმა მასწავლებელმა, რომელიც კომიქსების ჟურნალების მაღაზიას ფლობდა, სუპერგმირებზე შექმნილი კომიქსების სერიები გააცნო. მის კოლექციაში თავდაპირველად მხოლოდ კომიქსები და სათამაშოები იყო, 1994 წლიდან კი ფიგურების და სხვა სუვენირების მოგროვება დაიწყო.

ამჟამად ერიკ იასკოლკას უნიკალური კოლექცია 15 400 ნივთს ითვლის. მასში შედის როგორც სათამაშო ფიგურები და სუვენირები, ასევე იქს-ადამიანების ბრენდით წარმოებული სხვადასხვა ნივთები, მაგალითად - საათები, ჭურჭელი და სხვა.

იქს-გენის მქონე გამოგონილ მუტანტებს შორის, ერიკ იასკოლკას საყვარელი სუპერგმირი სამურავია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]