weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჯიუდ ლოუ შესაძლოა „მარველის“ კინოსამყაროს წევრი გახდეს

15:40 შაბათი, 25 ნოემბერი 2017

ბრიტანელი კინოვარსკვლავი ჯიუდ ლოუ შესაძლოა კომპანია „მარველის“ კომიქსებზე დაფუძნებული სერიული კინოსამყაროს წევრი გახდეს - საუბარია ფილმ „კაპიტან მარველში“ მის მონაწილეობაზე.

ცნობილია, რომ სუპერგმირ კაპიტანი მარველის, იგივე კეროლ დენვერსის როლს ახალგაზრდა ოსკაროსანი ვარსკვლავი ბრი ლარსონი შეასრულებს, ჯიუდ ლოუ კი მოლაპარაკებებს მამაკაცის მთავარი როლის შესახებ აწარმოებს. ასევე ცნობილია, რომ ფილმში მთავარ უარყოფით გმირს ბენ მენდელსონი განასახიერებს, სამუელ ლ. ჯექსონი კი „მარველის“ კინოსამყაროს სხვა ფილმების მსგავსად, კიდევ ერთხელ შეასრულებს პერსონაჟ ნიკ ფიურის როლს.

ახალი ფილმის სიუჟეტი 1990-იან წლებში განვითარდება. ამერიკელი სამხედრო მფრინავი კეროლ დენვერსი დნმ-ში მოხვედრილი უცხოპლანეტელის გენით ზებუნებრივ შესაძლებლობებს შეიძენს. ჯიუდ ლოუს გმირი კი სავარაუდოდ, დოქტორი უოლტერ ლოუსონი იგივე მარ-ველი იქნება, რომელიც მფრინავი გოგონას მენტორია.

სცენარის ავტორები ნიკოლ პერლმანი, მეგ ლეფოვი და ჯენევა რობერტსონ-დვორეტი არიან. „მარველის“ სუპერგმირზე ფილმს რაიან ფლეკისა და ანა ბოდენის დუეტი გადაიღებს, რომლებიც ცნობილნი არიან ნამუშევრებით: Half-Nelson (2006), Sugar (2008), Mississipi Grind (2015).

ფანტასტიკური ფილმის პრემიერა 2019 წლის ნოემბერში შედგება. ბრი ლარსონი სუპერგმირ კაპიტანი მარველის კოსტიუმით კი ასევე გამოჩნდება „შურისმაძიებლების“ მორიგ სერიაში, რომელიც იგივე წელს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]