weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„მარველის“ სუპერგმირები საერთო მტრის წინააღმდეგ

19:59 ოთხშაბათი, 29 ნოემბერი 2017

კომპანია „მარველის“ კომიქსების ცნობილი გმირები, რომლებიც ვრცელი კინოსამყაროს სერიული ფილმებით უკვე კარგად გაიცნო მაყურებელმა, ახალ კინოსერიაში სათაურად - Avengers: Infinity War, საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან.

„შურისმაძიებლების“ მე-3 ნაწილის ახლახანს გავრცელებულ ტრეილერში პოპულარულ სუპერგმირთა ჯგუფი პლანეტისა და სამყაროს გადასარჩენად კოსმოსურ ტიტან თანოსს ებრძვის, რომელსაც ე.წ. უსასრულობის ქვების ხელში ჩაგდებით სურს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება.

ფილმის რეჟისორები ძმები, ენტონი და ჯო რუსოები არიან, რომელთათვისაც აღნიშნული სერია „მარველის“ კინოსამყაროში რიგით მე-3 ფილმია. პრემიერა 2018 წლის 4 მაისს შედგება, მანამდე კი თებერვალში ამავე სერიულობის მორიგი, რიგით მე-18 ფილმი Black Panther გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]