weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰოლივუდში მარიამ მაგდალინელზე ფილმი გადაიღეს

16:10 ხუთშაბათი, 30 ნოემბერი 2017

ოსკარის ორგზის ნომინანტი ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი რუნი მარა მთავარ როლს ასრულებს ახალ ბიბლიურ დრამაში, რომელიც მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაზეა შექმნილი.

მარიამ მაგდალინელის პერსპექტივიდან დანახული ახალი აღთქმის ბიბლიური ისტორია ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა გართ დევისმა გადაიღო, რომელიც ცნობილია მინისერიალით - Top of the Lake და გასული წლის კინოდაჯილდოებების ჰიტით - Lion.

ამერიკულ-ბრიტანული პროექტის სცენარის ავტორების, ჰელენ ედმუნდსონისა და ფილიპა გოსლეტის თქმით, ფილმი იქნება ნამდვილი, ჰუმანური პორტრეტი ქრისტიანობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და არაერთგვაროვნად შეფასებულ ბიბლიური ფიგურის შესახებ.

ბიბლიურ დრამაში მაცხოვარს ჰოლივუდის ვარსკვლავი ხოაკინ ფინიქსი განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჩივეტელ ეჯიოფორი, ტაჰარ რაჰიმი და ლუბნა აზაბალი.

„მარიამ მაგდალინელი“ მსოფლიო ეკრანებზე მომავალ წლის მარტში გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]