weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

5000 ცხენისძალიან ავტომობილზე არაბები 4 წლის მანძილზე მუშაობდნენ

10:57 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

დუბაის ავტოშოუზე ჰიპერქარის Devel Sixteen პრეზენტაცია მოეწყო. ამ ავტომობილის შემუშავებას ოთხ წელზე მეტი ხანი დაჭირდა. 2013 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ფირმამ Devel, სპორტქარის (Devel Sixteen) პროტოტიპი წარადგინა და აღინიშნა, რომ ეს ავტომობილი 5000 ცხენისძალის სიმძლავრის ძრავას მიიღებდა. ავტომობილმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ცოტას თუ ჯეროდა, რომ არაბები თავისი ჰიპერქარის სერიულ წარმოებამდე მიყვანას შეძლებდნენ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამ სპორტქარში არაბული მხოლოდ ფულია, რომელიც პროექტისთვის გამოყვეს. ავტომობილის კონცეპციის შემუშავება ფაქტობრივად იტალიურმა კომპანიამ Manifattura Automobili Torino ითავა, რომელიც ცნობილია სპორტქარების ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობით, როგორიც არის გერმანული ფირმა Apollo და ამერიკული Scuderia Cameron Glickenhaus (SCG). Apollo Arrow-ს და SCG003-ის მსგავსად, Devel Sixteen-იც ტურინში აიწყობა. ალუმინის დეტალებიანი კარბონის მონოკოკზე ძარის კარბონის დეტალები დამაგრდება. მთელი პროცესი, დეტალების დამზადებიდან აწყობამდე, იტალიურ ფირმას დაევალა.

ავტომობილი ტურინშივე აღიჭურვება 12.3 ლიტრიანი, 16 ცილინდრიანი, ოთხ ტურბოკომპრესორიანი ძრავით, რომელიც 5000 ცხენისძალას ანვითარებს, ბრუნთა მაქსიმალური მომენტი კი 5150 ნიუტონმეტრს შეადგენს. ეს ძრავა ამერიკულმა კომპანიამ Steve Morris Engine შეიმუშავა და დიზაინერების აზრით, ის მსოფლიოში უმძლავრესი ძრავაა, რომელიც სერიული ავტომობილებისთვის შექმნეს, თუმცა Devel Sixteen-ის შემთხვევაში გასაგებია, რომ საუბარია მხოლოდ ცალობით წარმოებაზე. მოსალოდნელია, რომ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ამგვარი ავტომობილი 1.8 წამში შეძლებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 500 კმ/სთ-ს გადააჭარბებს. საერთო მოხმარების გზებზე ამ მოდელს არ დაუშვებენ, ამიტომ მას მხოლოდ სარბოლო ტრასებზე გამოიყენებენ.

მანქანა უძვირესი იქნება და მდიდარ არაბ კლიენტებსაც ფასი არ შეაშინებთ, თუმცა საინტერესოა ამ ავტომობილის საჭესთან დაჯდომას ბევრი თუ მოისურვებს, რადგან არაბული ჰიპერქარის ძრავის სიმძლავრე თითქმის ორჯერ აღემატება მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ავიაგამანადგურებლების ძრავების სიმძლავრეს.

წყარო: Adjarasport

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]