weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რონალდ რეიგანის შესახებ სერიალს გადაიღებენ

11:30 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის შესახებ მინი-სერიალს გადაიღებენ. პროექტზე ტელეარხი USA Network იმუშავებს და მასში ექს-პრეზიდენტის ქალიშვილი პატი დევისი (პატრისია ენ რეიგანი) იქნება ჩართული.

ტელესერიალს სახელწოდება ჯერ არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ მასში რეიგანის, როგორც ჰოლივუდის მსახიობისა და მაშველის შესახებ იქნება მოთხრობილი. აქცენტი გაკეთდება მის პირად ცხოვრებასა და პოლიტიკურ კარიერაზე.

ტელეპროექტის სცენარის ავტორი დევიდ რემბო იქნება, რომელსაც ეკუთვნის პიესა რონალდ რეიგანზე სათაურად „მაშველი“ (The Lifeguard).

აღნიშნული მინი-სერიალი პირველი პროექტი იქნება, რომელიც რეიგანის ოჯახის წევრის თანამონაწილეობით შეიქმნება.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]