weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აეროკოსმოსური მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანიამ სუპერჰიბრიდი წარადგინა

10:54 სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017

კომპანიამ Aria Group, რომლის სპეციალიზაციასაც აეროკოსმოსური დარგისთვის ხელსაწყოების შემუშავება და უდიდესი მწარმოებლებისთვის პროტოტიპების აწყობა წარმოადგენს, ლოს ანჯელესის ავტოსალონზე სუპერჰიბრიდი Aria FXE წარადგინა. სუპერქარის მცირესერიული გამოშვება ორ წელიწადში დაიწყება. ფასი ჯერ არ სახელდება.

Aria FXE-ს საფუძვლად ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალისგან დამზადებული მონოკოკი უდევს. შასის კონსტრუქციაზე კომპანია ახლა პატენტს იღებს, სადაც ინტეგრირებული სამაგრეებით, ნახშირპლასტიკის საფუძვლის წარმოების გაადვილებული ტექნოლოგიური პროცესია აღწერილი. ნახშირპლასტიკისგან არის შექმნილი ძარის პანელებიც, ძარის სტრუქტურული ელემენტების უმრავლესობა კი 3D ფორმატში ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით არის შესრულებული.

ჰიპერქარის უმცროსი ვერსია აღიჭურვება 6.2 ლიტრიანი, 720 ცხენისძალიანი V8 ძრავით. აგრეგატი შეხამებულია შვიდსაფეხურიან, ორმოჭიდებიან რობოტიზებულ გადაცემათა კოლოფთან, ხელით გადართვის შესაძლებლობით. ტოპ-ვარიანტი კი კომპრესორიანი „რვიანის“ დამატებად ორ ინდუქციურ ელექტროძრავას ჯამური 540 ცხენისძალის სიმძლავრით მიიღებს და ექნება 10 კილოვატ/საათის მოცულობის ელემენტების „ბლოკი“. ამასთან ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარის გამწევი ძალა 1150 ცხენისძალას და ბრუნთა მომენტი 1784 ნიუტონ/მეტრს შეადგენს. 1565-კილოგრამიანი სუპერჰიბრიდის აჩქარებას ადგილიდან 96 კმ/სთ-მდე 3.1 წამი ჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ია.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]