weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი და რიანა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს გაძარცვავენ

17:43 სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017

მაღალი რანგის კრიმინალ ქალთა ჯგუფი, რომელიც ნიუ იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიურ საქველმოქმედო ფესტივალს ძარცვავს - ასეთია ახალი ჰოლივუდური კრიმინალური კომედიის „ოუშენის 8 მეგობრის“ (Ocean’s 8) სიუჟეტი, სადაც მთავარ როლებს სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი, ენ ჰეთევეი, რიანა და ჰელენა ბონემ-კარტერი ასრულებენ.

რვა ქალისგან შემდგარ მძარცველთა გუნდის მეთაური სანდრა ბულოკის პერსონაჟი დები ოუშენია, რომელიც რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ცნობილი კინოტრილოგიის მთავარი გმირის, ჯორჯ კლუნის პერსონაჟ დენი ოუშენის დაა. ახალი ფილმი ხსენებული ტრილოგიის სიკველი და ამავე დროს სპინ-ოფ სერიაა. მასში ტრილოგიიდან კარგად ნაცნობი მეთ დეიმონის კინოგმირიც გამოჩნდება, მაყურებელი კი კამეო-როლებში ასევე იხილავს: ანა ვინტურს, ალექასანდრა ვანგს, კიმ კარდაშიანს, კენდალ ჯენერს, კაილი ჯენერს, მარია შარაპოვას, ადრიანა ლიმას, სერენა უილიამსსა და სხვა ცნობილ სახეებს.

ფილმის რეჟისორი და სცენარის თანაავტორი ოსკარის ნომინანტი გარი როსი გახლავთ. „ოუშენის 8 მეგობრის“ ტრეილერი კინოკომპანია „უორნერ ბრაზერსმა“ დღეს გამოაქვეყნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]