weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცნობილია ოქროს გლობუსის გამარჯვებულთა ვინაობა

10:22 ორშაბათი, 08 იანვარი 2018

კალიფორნიის შტატის ქალაქ ბევერლი ჰილზში ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა. „ოსკარების გენერალურ რეპეტიციად“ წოდებულ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (HFPA) მართავს, ოსკაროსანი ირლანდიელი რეჟისორის, მარტინ მაკდონაჰის სოციალურმა დრამამ - Three Billboard Outside Ebbing, Missouri ყველაზე მეტი, ოთხი ჯილდო მოიპოვა.

ცნობილია ოქროს გლობუსების ნომინანტები

ექვს ნომინაციაში წარდგენილმა ფილმმა, რომელიც პატარა ქალაქში მცხოვრები შვილმკვდარი დედის უსამართლობასთან ბრძოლის შესახებაა, წლის საუკეთესო დრამატული ფილმისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებში გაიმარჯვა და ასევე აიღო ჯილდოები ქალის დრამატული როლისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის.

რაც შეეხება წლის საუკეთესო კომედიურ ფილმს, აღნიშნული წოდება ახალგაზრდა მსახიობ გრეტა გერვიგის სადებიუტო რეჟისორულმა ნამუშევარმა - Lady Bird მოიპოვა. თინეიჯერ გოგონაზე შექმნილი ფილმმა ასევე გაიმარჯვა ქალის კომედიური როლისთვის ბრძოლაში.

ასევე ორი ჯილდო ერგო ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულ ფილმს - გილერმო დელ ტოროს „წყლის ფორმამ“ (The Shape of Water) საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო კომპოზიტორისთვის განკუთვნილი ჯილდოები მოიპოვა.

გარკვეულწილად სიურპრიზად შეფასდა 2017 წლის ერთ-ერთი გახმაურებული ფილმის - Call Me by Your Name, უპრიზოდ დატოვება და საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში გერმანული ფილმის გამარჯვება, სადაც ფავორიტებად შვედური (The Square) და რუსული (Нелюбовь) სურათები სახელდებოდნენ.

სესილ დე მილის სახელობის პრიზი კინემატოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის, ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვანს, მსახიობსა და ფილანთროპ ოპრა უინფრის გადაეცა.

2017 წლის მხატვრულ ფილმთა ნომინაცებში გამარჯვებულთა ვინაობა ასეთია:

საუკეთესო დრამატული ფილმი - Three Billboard Outside Ebbing, Missouri

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი ფილმი - Lady Bird

საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)

საუკეთესო სცენარი - მარტინ მაკდონაჰი (Three Billboard Outside Ebbing, Missouri)

მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლი - გარი ოლდმენი (Darkest Hour)

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - ჯეიმს ფრანკო (The Disaster Artist)

ქალის საუკეთესო დრამატული როლი - ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboard Outside Ebbing, Missouri)

ქალის საუკეთესო როლი კომედია/მიუზიკლში - სირშა რონანი (Lady Bird)

მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი - სემ როკველი (Three Billboard Outside Ebbing, Missouri)

ქალის მეორეხარისხოვანი როლი - ელისონ ჯენი (I, Tonya)

საუკეთესო ორიგინალი მუსიკა - ალექსანდრ დეპლა (The Shape of Water)

საუკეთესო ორიგინალი სიმღერა - “This Is Me” (The Greatest Showman)

საუკეთესო ანიმაციური ფილმი - Coco

საუკეთესო უცხოური ფილმი - Aus dem Nichts / In the Fade (გერმანია, რეჟ. ფათიჰ აქინი)

ოქროს გლობუსის რიგით 75-ე ცერემონიას ამერიკელი კომიკოსი და ტელეწამყვანი სეთ მაიერსი გაუძღვა.

2017 წლის ოქროს გლობუსის კინო და სატელევიზიო ფილმებისა და სერიალების ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]