weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვინ დიზელი ახალ კინოკომიქსში მთავარ როლს შეასრულებს

12:57 ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ვინ დიზელია მთავარი როლს შეასრულებს სტუდია Sony Pictures-ის ახალ კინოპროექტში, რომელიც კომპანია Valiant-ის მიერ გამოცემული კომიქსის, Bloodshot-ის ეკრანიზაცია იქნება.

„ფორსაჟის“ ვარსკვლავი სუპერგმირ Bloodshot-ს განასახიერებს, რომელიც კომიქსის მიხედვით, სიკვდილის შემდეგ ნანოტექნოლოგიებით აღმდგარი ჯარისკაცია. აღსანიშნავია, რომ ხსენებული კომიქსის პერსონაჟის როლზე აქამდე ჯარედ ლეტო სახელდებოდა.

კინოკომიქსის სცენარი უკვე მზადაა, მისი ავტორი ოსკარის ნომინანტი ერიკ ჰაისერერი (Arrival) გახლავთ, რეჟისორის სავარძელს კი დებიუტანტი დეივ უილსონი დაიკავებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი 80-იანი წლების ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ფილმების (Terminator, RoboCop, Total Recall) მსგავსი ესთეტიკის იქნება და მას ძალადობრივი სცენებისა და უხამსი ლექსიკის გამო ე.წ. R-რეიტინგი (Restricted - ასაკობრივი შეზღუდვა) ექნება, რითაც სტუდია „სონის“ Deadpool-ისა და Logan-ის მსგავსი წარმატების იმედი აქვს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]