weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კრიტიკოსთა დაჯილდოების გამარჯვებული გილერმო დელ ტოროს ფილმი გახდა

15:29 შაბათი, 13 იანვარი 2018

პრესტიჟული ამერიკული კინოპრემია Critics’ Choice Awards-ის 2017 წლის ფილმების დაჯილდოების ტრიუმფატორი სამეცნიერო ფანტასტიკა „წყლის ფორმა“ (The Shape of Water) გახდა. გილერმო დელ ტოროს ნამუშევარი, რომელსაც დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 14 ნომინაცია ჰქონდა, საუკეთესო ფილმად დასახელდა და ჯამში ყველაზე მეტი, ოთხი ჯილდო ერგო.

ვენეციის კინოფესტივალის ტრიუმფატორმა ფილმმა ასევე გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მუსიკისა და მხატვრული გაფორმების ნომინაციებში.

კრიტიკოსთა ტელე-რადიო და ონლაინ სამაუწყებლო ასოციაციის (BFCA) მიერ ორგანიზებული დაჯილდოება ფილმების ყველაზე მნიშვნელოვანი და სოლიდური დაჯილდოების, ოსკარების ცერემონიალის ერთ-ერთი წინამორბედია, ამიტომაც კრიტიკოსთა დაჯილდოების პრიზიორები ოსკარებზე მოხვედრისა და გამარჯვების უმთავრეს კანდიდატებად მოიაზრებიან.

2017 წლის კრიტიკოსთა დაჯილდოების ნომინაციებში გამარჯვებული ფილმების სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი - The Shape of Water

საუკეთესო რეჟისორი - გილერმო დელ ტორო (The Shape of Water)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - გარი ოლდმენი (Darkest Hour)

საუკეთესო მსახიობი ქალი - ფრენსის მაკდორმანდი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორეხარისხოვან როლში - სემ როკველი (Three Billboards Outside Ebbing, Missouri)

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში - ელისონ ჯენი (I, Tonya)

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ ფილმში - ჯეიმს ფრანკო (The Disaster Artist)

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ ფილმში - მარგო რობი (I, Tonya)

საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი - ბრუკლინ პრინსი (The Florida Project)

საუკეთესო სამსახიობო გუნდი - Three Billboards Outside Ebbing, Missouri

საუკეთესო ორიგინალი სცენარი - ჯორდან პილი (Get Out)

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - ჯეიმს აივორი (Call Me by Your Name)

საუკეთესო მუსიკა - ალექსანდერ დეპლა (The Shape of Water)

საუკეთესო სიმღერა - “Remember Me” (Coco)

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი - როჯერ დიკინსი (Blade Runner 2049)

საუკეთესო მონტაჟი - ლი სმიტი (Dunkirk) / პოლ მაჩლისი & ჯონათან ამოსი (Baby Driver)

საუკეთესო მხატვრული გაფორმება - The Shape of Water

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი - Phantom Thread

საუკეთესო გრიმი - Darkest Hour

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები - War for the Planet of the Apes

საუკეთესო მძაფრსიუჟეტიანი ფილმი - Wonder Woman

საუკეთესო კომედია - The Big Sick

საუკეთესო ფანტასტიკური / საშინელებათა ფილმი - Get Out

საუკეთესო უცხოურ ფილმი - In The Fade / Aus dem Nichts (გერმანია)

საუკეთესო ანიმაცია - Coco

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]