weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰელენ მირენი ეკატერინე II-ს განასახიერებს

15:02 ორშაბათი, 15 იანვარი 2018

ბრიტანელი ოსკაროსანი კინოვარსკვლავი ჰელენ მირენი ეკატერინე II დიდის როლს შეასრულებს. 72 წლის მსახიობი რუსეთის იმპერატორს სატელევიზიო მინი-სერიალში განასახიერებს.

ახალი ტელესერიალი ოთხი ეპიზოდისგან იქნება შემდგარი და ის ამერიკულ ტელეარხ HBO-ს ეთერში გავა. გადაღებები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ რუსული ფესვების მქონე ჰელენ მირენისთვის მონარქი ქალების როლების თამაში უცხო ნამდვილად არაა: მსახიობმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მოიპოვა 2006 წელს გამოსული ბიოგრაფიული დრამისთვის „დედოფალი“, სადაც მან დიდი ბრიტანეთის მოქმედი დედოფალი ელისაბედ II განასახიერა, ხოლო 2005 წლის ისტორიული სატელევიზიო ფილმისთვის „ელისაბედ I“, ოქროს გლობუსის ჯილდო ერგო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]