weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

კობი ბრაიანტი ოსკარზე წარადგინეს

10:33 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

კალათბურთის ამერიკელი ლეგენდა კობი ბრაიანტი ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ჯილდოზე წარადგინა. კალათბურთელის მიერ დაწერილი ლექსის მიხედვით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია სათაურად „ძვირფასო კალათბურთო“ (Dear Basketball), საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაშია ნომინირებული.

კობი ბრაიანტი ოსკარზე როგორც ფილმის სცენარისტი მოხვდა, მასთან ერთად კი ანიმაციური ფილმის რეჟისორი გლენ კინი წარადგინეს.

მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია კობი ბრაიანტის კალათბურთიდან წასვლის დროს გამოქვეყნებულ მასალაზეა დაფუძნებული. იგი სპორტსმენის კარიერას მოკლედ ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ოსკარების დაჯილდოვების ცერემონია 4 მარტს გაიმართება. კინოაკადემიამ ნომინანტების სრული სია გუშინ გამოაქვეყნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]