weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარიონ კოტიარმა ვუდი ალენთან თანამშრომლობას შეცდომა უწოდა

12:30 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

მსახიობმა მარიონ კოტიარმა ოთხი ოსკარის მფლობელ სცენარისტსა და რეჟისორ ვუდი ალენთან თანამშრომლობის გამოცდილებას შეცდომა უწოდა. ოსკაროსანი ფრანგი ვარსკვლავი იმ მსახიობებს შეუერთდა, რომლებმაც ვუდი ალენთან ყოველგვარი თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაწყვეტაზე ისაუბრეს.

„აღარ მგონია, რომ ოდესმე კიდევ ვიმუშაოთ ერთად, რადგან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ძალიან უცნაური იყო. მისი რამდენიმე ფილმი მომწონს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ჩვენს შორის კავშირი ვერ შედგა“ - განაცხადა The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარიონ კოტიარმა, რომელმაც ვუდი ალენთან 2011 წლის ოსკაროსან რომანტიკულ ფილმზე „შუაღამე პარიზში“ (Midnight in Paris) იმუშავა.

81 წლის რეჟისორის გარშემო ატეხილ სკანდალს მანამდე ბრიტანელი ოსკაროსანი მსახიობი კოლინ ფერთი გამოეხმაურა და მომავალში რეჟისორთან სავარაუდო თანამშრომლობაზე უარი იმავე დღეს განაცხადა, როდესაც რეჟისორის გერმა დილან ფეროუმ მამინაცვლის მხრიდან ძალადობაზე სატელევიზო ინტერვიუში ისაუბრა. კოლინ ფერთი რეჟისორის 2014 წლის ფილმში „მაგია მთვარის შუქზე“ (Magic in the Moonlight) მონაწილეობდა.

ვუდი ალენმა ახლახანს დაასრულა თავის რიგით 50-ე ფილმის „წვიმიანი დღე ნიუ იორკში“ (A Rainy Day in New York) გადაღებები, სადაც მთავარ როლებს ახალგაზრდა ვარსკვლავები, სელენა გომესი და ტიმოტე შალამე ასრულებენ. ორივე მსახიობმა სკანდალის საპასუხოდ ფილმისთვის აღებული ჰონორარი ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია Time’s Up-ის ფონდში გადარიცხეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]