weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მერილ სტრიპი „დიდი პატარა ტყუილების“ სამსახიობო გუნდს შეუერთდა

14:24 ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018

გასული წლის წარმატებული ამერიკული მინი-სერიალის, „დიდი პატარა ტყუილების“ (Big Little Lies) მეორე სეზონში ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილ სტრიპი გამოჩნდება.

როგორც უკვე ცნობილია, სამი ოსკარისა და 8 ოქროს გლობუსის მფლობელი 68 წლის მსახიობი პერსონაჟ პერი რაიტის (ალექსანდერ სკარსგორდი) დედას განასახიერებს. არსებობს ვარაუდი, რომ სკარსგორდის პერსონაჟი, რომელიც პირველ სეზონში დაიღუპა, ახალ სერიებშიც დაბრუნდება, თუმცა რა სახით, ჯერ-ჯერობით უცნობია. რაც შეეხება მერილ სტრიპის ტელეგმირს, იგი შვილის გარდაცვალების შემდეგ პასუხების ძიებითა და შვილიშვილების მოვლით იქნება დაკავებული.

ცნობილია, რომ მეორე სეზონი პირველის მსგავსად შვიდი სერიისგან იქნება შემდგარი და მას ჟან-მარკ ვალეს ნაცვლად ინგლისელი ოსკაროსანი ქალი რეჟისორი ანდრეა არნოლდი გადაიღებს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ ტელეარხ HBO-ს პოპულარულმა სერიალმა „დიდი პატარა ტყუილები“, სხვადასხვა ტელედაჯილდოებებზე 40-ზე მეტი ნომინაცია და 20 ჯილდო მოიპოვა. უამრავ აღიარებას შორის, ოქროს გლობუსის, ემისა და მსახიობთა გილდიის ჯილდოები გადაეცათ ნიკოლ კიდმანს, ლორა დერნს, ალექსანდერ სკარსგორდსა და სერიალის კანადელ რეჟისორ ჟან-მარკ ვალეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]